RB Leipzig: ახალი ძალა გერმანულ ფეხბურთში

თარიღი: მარტი 4, 2015

RasenBallsport Leipzig 2009 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანია Red Bull-მა გემრანიის მეხუთე დივიზიონის ბინადარი კლუბი “მარკრანშტადტი” შეიძინა. ახალ კლუბს მიზანიც დაესახა –  დაარსებიდან 10 წელიწადში RB Leipzig-მა უმაღლეს დონის ფეხბურთი უნდა ითამაშოს. გეცოდინებათ, რომ Red Bull საკმაოდ ცნობილი ბრენდია და სპორტშიც აქტიურად დებს ინვესტიციებს. კომპანია ლაიფციგის გარდა კიდევ ხუთი კლუბის მფლობელია. მათი საერთო ღირებულება კი 3 მილიარდ გირვანქას აღწევს.

Red Bull-ის ინიექციამ გერმანიის ერთ-ერთ რიგით, პროვინციულ კლუბ “მარკრანშტადტს” პირველი წარმატება უკვე მოუტანა. 2009 წლიდან “RB ლაიპციგად” წოდებული კლუბის პროგრესი საოცარი ტემპით მიმდინარეობს. გუნდი ჯერ რეგიონალ ლიგაში აღზევდა, სადაც სამ წლიანი ყოფნის შემდეგ მესამე ბუნდესლიგაში გადავიდა. პირველივე სეზონი “ლაიპციგმა” საპრიზო ადგილებზე დაასრულა, რაც მეორე ბუნდესლიგაში გადასასვლელად საკმარისი იყო.

მათი პირველი სეზონი გემრანიის რანგით მეორე დივიზიონში საკმაოდ წარმატებულია. “ლაიფციგი” ამჟამად სატურნირო ცხრილის შუაში, მე-8 პოზიციაზეა და სეზონის ფინიშის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მცირე სასწაულის მოხდენაც შეუძლია. თუმცა, გასაკვირი ამაში არაფერი იქნება, ვინაიდან RB-მ ზაფხულში მეორე ბუნდესლიგისთვის სარეკორდო 15 მილიონი გირვანქა დახარჯა ტრანსფერებზე.

პოტენციალი

მიუხედავად მწირი ისტორიისა, კლუბს უდიდესი პოტენციალი აქვს და ეს რა თქმა უნდა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. Red Bull-ის მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის თქმით, გუნდის გეგმებში გერმანიაში “ბაიერნის” დომინირების დასრულებაც კი შედის და ეს რეალურიც არის, როცა გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილეს ბრენდს ეყრდნობა.

კომპანიამ “ლაიპციგის” პროექტი პრიორიტეტულად დაასახელა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გერმანიაში მათ ამბიციებზე მეტყველებს. აქამდე Red Bull-ი აქცენტს “ზალცბურგზე” აკეთებდა, რომელიც ავსტრიაში ნამდივლი გრანდია, თუმცა ადგილობრივი ლიგის სპეციფიკიდან გამომდინარე გუნდი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებას ვერ ახერხებს და Red Bull-ის მთავარი ამოცანა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში აუსრულებელ ოცნებად რჩება.

ასე რომ, აქცენტი გაკეთდა ქვეყანაზე, სადაც ფეხბურთი გაცილებით მაღალ დონეზეა და შესაბამისად წარმატების მიღწევაც უფრო რეალურია. ბუნებრივია, ძლიერ გუნდს ძლიერი სპეციალისტები სჭირდება სათავეში და ამ მხრივ “ლაიფციგი” გამონაკლისი არ არის. გუნდის სპორტული დირექტორი საფრანგეთის ნაკრების და “ლივერპული” ყოფილი თავკაცი ჟერარ ულიეა. აქვე მუშაობს “შალკეს” ყოფილი დამრიგებელი რალფ რანგიკიც, რომელიც აქამდე დროს “ზალცბურგზე” და “ლაიფციგზე” თანაბრად ანაწილებდა, თუმცა Red Bull-ის გადაწყვეტილებით ამიერიდან ის აქცენტს მხოლოდ მათ გერმანულ პროდუქტზე გააკეთებს, რაც კიდე ერთხელ ადასტურებს ლაიფციგური იდეის პრიორიტეტულობას.

Red Bull Arena

ხარებს შესანიშნავი სტადიონი აქვთ, რომელიც გემრანიაში უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითველბა. ლაიპციგის 44 000 ტევადობის სტადიონი ხშირად სხვადასხვა კონცერტებსაც მოასპინძლობს. უახლოეს მომავალში კი ალბათ ბუნდესლიგის და შესაძლოა ევროპული საკლუბო ტურნირების შეხვედრებსაც მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს “არსენალს” დატოვებს

ლონდონის “არსენალის” მცველი დავიდ ლუისი სეზონის ბოლოს გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს. “მეთოფეები” 33 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელისთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი: “კოპა ამერიკის გადადების ამბავი ძალიან რთულად გადავიტანე”

კატალონიის “ბარსელონასა” და არგენტინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი, ლიონელ მესი, კოპა ამერიკის გადატანის ამბავს ეხმაურება. როგორც [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიდიე დეშამმა პრემიერ ლიგა და ლა ლიგა გააკრიტიკა

საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, დიდიე დეშამი, 2019-20 წლების სეზონის შეწყვეტის გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. მისი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბეილი: “არ მესმის, რატომ მისტვენენ საკუთარი გუნდის ფანები”

მადრიდის “რეალის” უელსელმა ვარსკვლავმა, გარეთ ბეილმა, პრესასთან გულშემტაკივრების კრიტიკულ დამოკიდებულებაზე გულახდილად ისაუბრა. “ყოვე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნიუკასლი” კოუტინიოს აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებებს

“ნიუკასლის” ხელმძღვანელები “ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავის, ფილიპე კოუტინიოს, ტრანსფერით არის დაინტერესებული. ამ იფნორმაცი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კილიან მბაპე: “ლივერპული” ნამდვილი მანქანაა”

“პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, მიმდინარე სეზონში იურგენ კლოპის “ლივერპულის” გამოსვლა დადებითად შეაფასა. შეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს. “როდესაც ჩვენს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უილშირი: “არსენალი” ბოლო ათწლეულში პრემიერლიგას მოიგებდა, რომ არა ერთი გარემოე

ლონდონის “არსენალის” ექს-ფეხბურთელმა ჯეკ უილშირმა, რომელიც დღესდღეობით “ვესტ ჰემ იუნაიტედის” ღირსებას იცავს, იმის შესახებ ისაუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლაიფციგს” კაპიტანი გაურკვეველი დროით დააკლდება

“ლაიფციგის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იუსუფ პოულსენმა მარჯვენა კოჭი დაიზიანა. ჯერჯერობით უცნობია, თუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუნინი: “რეალში” თამაში მეკარისთვის ყველაზე რთული რამ არის”

მადრიდის “რეალის” სათადარიგო მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “სამეფო კლუბში” მის პოზიციაზე თამაში [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტუან გრიზმანის ახალი იმიჯი (ფოტო)

კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი გუნდის ვარჯიშზე ახალი იმიჯით გამოჩნდა....
წაკითხვა
ფეხბურთი

რობენმა საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა: “მისი წყალობით სრულყოფილ ფეხბურთელად ვიქეცი&#

მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა არიენ რობენმა საუკეთესო მწვრთნელად “მანჩესტერ სიტის” მოქმედი თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაკო გვილიამ პოლონეთის თასზე შესანიშნავი გოლი გაიტანა (ვიდეო)

26 მაისს საფეხბურთო ღონისძიებები განახლდა პოლონეთში. შედგა პოლონეთის თასის მეოთხედფინალური ეტაპის მატჩი “ლეგნიცასა” და “ლეგიას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

გერმანული კლასიკა: “ბაიერნმა” გასვლაზე “ბორუსია” დაამარცხა (ვიდეო)

26 მაისს “სიგნალ-იდუნა პარკმა” გერმანულ კლასიკად შერაცხულ დაპირისპირებას უმასპინძლა. უმაყურებლოდ დარჩენილ სტადიონზე მიუნხენის “ბაიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდუს ახალი იმიჯი აქვს (ფოტო)

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ იმიჯი შეიცვალა. 35 წლის ფეხბურთელს ახალი ვარცხნილობა აქვს. “დამტკიცებულია̶...
წაკითხვა