რჩება თუ მიდის იკარდი?
მილანის “ინტერის” თავდამსხმელ მაურო იკარდის მეუღლე და აგენტი ვანდა ნარა ირწმუნება, რომ არგენტინელ ფეხბურთელს “ნერაძურის” დატოვება არ სურს.
“მაურო გოლების გატანას და წინსვლას აგრძელებს, ვინაიდან ის ოჯახის ხერხემალია. ახლა ის მშვიდადაა, ყველას ეხუტება, ვინაიდან ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ჩვენ “ინტერში” ვიქნებით მომდევნო წელსაც”, – ციტირებს ნარას სიტყვებს Goal-ი.
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდისა და “ინტერს” შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე უთანხმოება იყო. თებერვალში კლუბმა არგენტინელ ფეხბურთელს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვა, რის შემდეგაც იკარდი “ინტერის” რიგებში არც თამაშობდა და არც ვარჯიშობდა, თუმცა ამის მიზეზად ტრავმას ასახელებდნენ. სიტუაციით სარგებლობას და იკარდის გადაბირებას ევროპის არაერთი წამყვანი კლუბი ცდილობს. 26 წლის თავდამსხმელმა ამ უთანხმოების შემდეგ პირველად მიმდინარე თვის დასაწყისში ითამაშა.