“რეალი” 1-1 “ტოტენჰემი”
სანტიაგო ბერნაბეუზე, მადრიდის “რეალმა” “ტოტენჰემ ჰოტსპურს” უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო, საწყის წუთებში უპირატესობას მადრიდელები დაეუფლნენ, უნდა აღინიშნოს “რეალის” ახალგაზრდა მარჯვენა მცველის თამაში, ჰაკიმი საკმაოდ აქტიურად ერთვებოდა შეტევებში. 20-ე წუთისათვის ყველა ელოდა, რომ ესპანელებს ანგარიში უნდა გაეხსნათ, კარგი მომენტები შეექმნათ, როგორც ბენზემას, ასევე ისკოს, მაგრამ ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო გოლის გატანა, ამის შემდეგ თითქოს ლონდონელებმა იპოვნეს ძალა საკუთარ თავში და საკმაოდ გააქტიურდნენ, ერთ-ერთი კუთხურის დროს კი, ჰარი კეინის შესანიშნავი დარტმის შემდეგ “რეალი” კეილორ ნავასმა იხსნა გაშვებული გოლისაგან. საკმაოდ აქტიური იყო “ტოტენჰემელთა” მარჯვენა ფლანგი, სწორედ ამ ფრთიდან ჩამოწოდებას მოჰყვა გოლი 28-ე წუთზე, როდესაც კეინი ცდილობდა ბურთზე თამაშს, მაგრამ ბურთი საკუთარ კარში ვარანმა ჩაჭრა. მადრიდელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ, არ სურდათ პირველი ნახევარი უგოლოდ დაესრულებინათ. 42-ე წუთზე “რეალის” რამდენიმე სვლიან კომბინაციას პენალტი მოჰყვა, რომელიც კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად გამოიყენა.
მეორე ტაიმი მადრიდელებმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყეს, გამოსარჩევი იყო ბენზემას მომენტი, როდესაც მას ერთი მეტრიდან დარტყმული ბურთი თანამემამულე ლორისმა აუღო. შეხვედრა იგივე სცენარით წარიმართა, მადრიდებელბი დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ლონდონელები სწრაფი შეტევები დროდადრო თავს გვახსენებდნენ. ერთ-ერთ ეპიზოდში ლორენტეს გადაემის შემდეგ, ჰარი კეინი ერთი-ერთზე დარჩა ნავასთან, მაგრამ “რეალის” გოლკიპერმა შესანიშნავი სეივი შემოგვთავაზა, ასევე შეუდარებელი იყო კოსტა რიკელი მეკარე ერიქსენის დარტყმის შემდეგ. შეხვედრის მიწურულს ორივე გუნდს დაეტყო დაღლა და სახიფათო მომენტებას იშვიათად გვთავაზობდნენ. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.