“რეალი”: 40 მილიონი ევრო მანჯუკიჩისთვის
“სამეფო კლუბი” მომდევნო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გეგმების დალაგებას იწყებს.
არსებული ინფორმაციით, 2014 წელს მადრიდელთა მიზანი მიუნხენის “ბაიერნის” ხორვატი თავდამსხმელის შეძენა იქნება. ეს ინფორმაცია ცნობილმა ესპანელმა ფრანკის გალიარდომ გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის პიროვნებაა, რომელმაც გარეტ ბეილისა და “რეალის” ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით პირველმა გვამცნო.
“თეთრები” მარიო მანჯუკიჩის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროს გადასახდელად ემზადებიან. ეს მოთამაშე ესპანელთა მთავარი სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც დორტმუნდის “ბორუსიას” პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ განაცხადა, რომ იანვარში იგი “რეკორდმაისტერებს” შეუერთდება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ გასულ ზაფხულს “რეალი” ამ ორი ფეხბურთელიდან ერთ-ერთის გადაბირებას გეგმავდა, თუმცა კლუბის თითქმის მთელი ბიუჯეტი “ტოტენჰემიდან” ბეილის ტრანსფერს მოხმარდა.
სანდრო საპანაძე