“რეალი” ადასტურებს: კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია
მადრიდის “რეალს” წინ საკმაოდ რთული გამოცდა ელის.
ესპანური პრიმერა დივიზიონის 26-ე ტურის ეგიდით გასამართ მატჩში მადრიდის “რეალს” “ეიბარის” წინააღმდეგ თამაში გუნდის ლიდერების გარეშე მოუწევს.
როგორც ცნობილი ხდება, დისკვალიფიცირებული გარეტ ბეილისა და ალვარო მორატას მსგავსად, აღნიშნულ მატჩს კრიშტიანუ რონალდუც გამოტოვებს. მიზეზად კი ტრავმა სახელდება.
#RealMadrid 1️⃣9️⃣????????
???? @SDEibar
⏰ 16:15 CET
???? Ipurua
???? LaLiga#RMMovistar #HalaMadrid pic.twitter.com/9cMuIZWNzH— Real Madrid C.F. (@realmadriden) March 3, 2017
ასე რომ, ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ლუკას ვასკესი, მარიანო და მარკო ასენსიო თავის გამოჩენის ბრწყინვალე შანსი ეძლევათ.