“რეალი” ახალგაზრდა პორტუგალიელით დაინტერესდა
შესაძლოა, 23 წლის ნახევარმცველმა კარიერა “სამეფო კლუბის” შემადგენლობაში გააგრძელოს.
ბრიტანული Metro-ს ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ლისაბონის “სპორტინგის” ნახევარმცველის, უილიამ კარვალიოს შეძენით ინტერესდება, რომელიც ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე ღირებულ მოთამაშედ დასახელდა.
ამის შემდეგ კარვალიოს თამაშით ლონდონის “არსენალი” დაინტერესდა. არსებობდა ცნობები, რომ “მეთოფეები” თითქოს 20 მილიონი გირვანქას გადახდას გეგმავდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში არსენ ვენგერმა ამ პერსპექტიული მოთამაშის მიმართ ინტერესი დაკარგა და თავდასხმის გაძლიერებაზე გადაერთო.
ცოტა ხნის წინ კარვალიომ ფეხი დაიზიანა, რის გამოც მას სამი თვის განმავლობაში ვარჯიშიც კი არ შეეძლება. ეს ამბავი “რეალს” არ ადარდებს და ამ სიტუაციით სარგებლობას და უილიამის შედარებით იაფ ფასად ყიდვას გეგმავს.