“რეალი” ასენსიოს ზამთარში კლუბის დატოვების უფლებას მისცემს
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca საკმაოდ უცნაურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები მზად არიან, ზამთარში მარკო ასენსიო გაუშვან.
მიუხედავად იმისა, რომ ასენსიოს “რეალთან” კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, მადრიდელები მზად არიან მას წასვლის უფლება მისცენ, თუ დიდი კლუბი მის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდის.
რასაკვირველია, ეს ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა ევროპულ გრანდებში. ბოლო ინფორმაციით ასენსიოს გადაბირების სურვილს “ჩელსის”, “ლივერპულისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ასენსიო “ბლანკოსმა” 2014 წელს გადაიბირა “მალიორკადან”. მას შემდეგ ეს უკანასკნელი “მალიორკასა” და “ესპანიოლში” გაანათხოვრეს, ამ დროისთვის კი ასენსიოს “რეალის” მაისურით 64 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.