“რეალი”: ათნომრიანი მაისურის ახალი მფლობელი ცნობილია
ხამეს როდრიგესმა მადრიდის “რეალი” ორწლიანი იჯარის წესით დატოვა. კოლუმბიელმა მიუნხენის “ბიაერნს” მიაშურა. ხამესის წასვლის შემდეგ, ათნომრიან მაისურს მფლობელი არ ჰყავდა.
დღეს ოფიციალურად გაირკვა, რომ “ბლანკოსის” ახალი “ათიანი” ლუკა მოდრიჩი იქნება. ხორვატი ფეხბურთელი 2012 წლიდან ირიცხება “რეალში” და აქამდე 19-ნომრიან მაისურს ატარებდა.
ასევე, ცნობილია, რომ მარკოს ლორენტე 18-ნომრიან ფორმას მოირგებს, ხოლო ბორხა მაიორალის მაისურს 21 ნომერი ეწერება.