რეალი – ბარსელონა: მეტი ვიდრე ფეხბურთი

თარიღი: აპრილი 16, 2014

რეალის და ბარსელონას დაპირისპირება ისტორიულ კონტექსტში ესპანეთის და კატალონიის ურთიერთობას ასახავს. 

ნოემბერში კატალონიაში რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო. კატალონიელებს დამოუკიდებლობის შესახებ აპირებდნენ გადაწყვეტილების მიღებას. 2013 წლის იანვარში კატალონიის პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა სუვერენიტეტის დეკლარაცია და ესპანეთისგან გამოყოფის კურსი გამოაცხადა. “კატალონია დამოკიდებელი ქვეყანა უნდა იყოს, რომელიც ევროკავშირის წევრი იქნება” – განაცხადა არტურ მასმა, ავტონომიური ოლქის მთავარმა პოლიტიკურმა ფიგურამ. მაგრამ, 2014 წლის მარტში ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ რეფერენდუმი უკანონოდ სცნო და მისი ჩატარება აკრძალა. თუმცა, ამ ისტორიას გაგრძელება აუცილებლად ექნება…

რეალის და ბარსას დაპირისპირება მადრიდის და ბარსელონას პოლიტიკური კონფლიქტის განუყრელი ნაწილია. ახლა მხარეები მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე უპირისპირდებიან ერთმანეთს, თუმცა 30-იან წლებში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბარსელონა მეორე რესპუბლიკის იდეური დედაქალაქი იყო, საფეხბურთო კლუბის პრეზიდენდი ხოსებ სუნიოლი კი სამოქალაქო ომის დროს წარმატებული პოლიტიკოსის სახელით სარგებლობდა. ერთ-ერთი მივლინების დროს სუნიოლი გენერალ ფრანკოს ჯარისკაცებმა დააპატიმრეს და დახვტირეს. ფრანკომ ომში გამარჯვება მოიპოვა და ქვეყანაში ავტორირატული რეჟიმი დაამკვიდრა. ესპანურის გარდა ქვეყანაში ყველა დარანჩენი ენა აიკრძალა. საფეხბურთო კლუბი “ბარსელონა” კი, ფრანკოს მიმდევრების მიერ სასტიკად იდევნებოდა. საფეხბურთო კლუბს ფაქტობრივად პოლიტიკურ ორგანიზაციას ადარებდნენ. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება “ბარსას” დევიზი – “მეტი ვიდრე კლუბი”. კატალონიაში “რეალს” დღემდე უკავშირებენ ფრანკოს იდეოლოგიას. სწორედ ამით აიხსნება ბარსელონელების სასტიკი სიძულვილი “სამეფო კლუბის” მიმართ.

კიდევ ერთი ისტორიული ეპიზოდი, რომელმაც “რეალსა” და “ბარსას” შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწავავა, იყო ბრძოლა ალფრედო დი სტეფანოსთვის. არგენტინელმა გენიოსმა ორივე ესპანური კლუბის ხელმძღვანელობაზე უდიდესი შთაბეჭდილების მოხდენა შესძლო. დი სტეფანო იმ დროს “რივერიდან” კოლუმბიურ “დეპორტივო მილიონარიოსში” ახალი გადასული იყო. “რეალმა” და “ბარსამ” კი სერიოზულად განიძრახეს მისი გადაბირება. სატრანსფერო ამბავი იმდენად ჩაიხლართა, რომ საქმის გადაწყვეტა ფიფას მიანდეს. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი, საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო და კლუბებს ფეხბურთელის გაყოფა შესთავაზა. ანუ, დი სტეფანოს მონაცვლეობით უნდა ეთამაშა, ერთი სეზონი “ბარსაში”, მერე კი “რეალში”. თუმცა, “ბარსას” პრეზიდენტმა, რომელიც ფრანკოს დანიშნული იყო, “მოულოდნელად” უკან დაიხია და დი სტეფანო “რეალს” დაუთმო. ბარსელონაში ეს ამბავი მწარედ ახსოვთ, მადრიდში კი ამტკიცებენ, რომ კატალონიელებმა არგენტინელზე თავად თქვეს უარს.

გადიოდა დრო და კლუბების ბოსებმა მშვიდობიანი თანაცხოვრება დაიწყეს. ხელმძღვანელებმა რამენიმე სარფიანი სატელევიზიო კონტრაქტიც კი გააფორმეს ერთად. თუმცა, გულშემატკივრებს აღნიშნული საკითხები არ ადარდებთ. ისივნი, კვლავ მტკივნეულად რეაგირებენ “რეალიდან” “ბარსაში” (ან პირიქით) განხორციელებულ ტრანსფერებზე. მიქაელ ლაუდრუპი, ბერნდ შუსტერი, ლუიშ ფიგუ – ბოლო დროის ყველაზე ხმაური ტრასნფერებია.

ფიფაში ხშირად იმეორებენ, რომ ფეხბურთი პოლიტიკისგან შორს დგას, თუმცა ესპანური შემთხვევა ასეთ მოსაზრებას არ ეთანხმება. “რეალის” და “ბარსელონას” დუელი მეტია ვიდრე ფეხბურთი. ისტორიული დაპირისპირების მორიგ სერია გულშემატკივარი დღეს, თბილისის დროით 23:30 – ზე იხილავს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა