“რეალი” ბენზემასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს
მადრიდის “რეალი” კარიმ ბენზემას სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ფრანგი თავდამსხმელი მადრიდში დაბრუნდა. “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ბენზემას შეხვდა და უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა. კლუბი აცხადებს, რომ ფრანგ ფეხბურთელს “რეალში” ყოფნის ექვსი წლის განმავლობაში თანაგუნდელებთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა. შესაბამისად, გუნდს მისი უდანაშაულობის სჯერა. განცხადებაში წერია, რომ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბენზემას შესაძლოა, გრძელვადიანი სასჯელი მიესაჯოს, თუმცა მატიე ვალბუენასთან მისი კარგი ურთიერთობა ეჭვს აჩენს, როგორ გაეხვა “რეალის” ფორვარდი ამ სკანდალში.
კარიმ ბენზემამ “რეალში” დაბრუნების შემდეგ საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. ფეხბურთელს კუნთების მცირე ტრავმა აქვს, თუმცა “სევილიასთან” კვირას გასამართ მატჩში შესაძლოა, ითამაშოს.