რეალი ჩიჩარიტოს გამოსყიდვას არ აპირებს

თარიღი: დეკემბერი 2, 2014

მადრიდის “რეალი” ხავიერ ერნანდესის გამოსყიდვას არ აპირებს. შეგახსენებთ, მექსიკელი ფორვარდი “სამეფო კლუბში” მიმდინარე სეზონის დასაწყისში “მანჩესტერიდან” იჯარის წესით გადავიდა.

ფორვარდმა საკუთარ მომავალზე ინგლისურ პრესასთან ისაუბრა.

“ამჟამად “რეალის” თამაშზე ვარ კონცენრტირებული. ყველა ფრონტზე წარმატების მიღწევის კარგი შანსი გვაქვს. არ ვიცი რა იქნება მომავალში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს სამომავლოდ გარანტიები მჭირდება. ახლა 26 წლის ვარ და ზაფხულში 27-ის ვიქნები. მჭირდება კლუბი, სადაც რეგულარულად ვითამაშებ” – ამბობს ერნანდესი.

მიმდინარე სეზონში ერნანდესმა “რეალის” შემადგენლობაში პრიმერას 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები