“რეალი” და “ატლეტიკო” დასაჯეს: არანაირი ტრანსფერი 2018 წლამდე

თარიღი: სექტემბერი 8, 2016

მადრიდის “რეალისა” და “ატლეტიკოს” ხელმძღვანელებს გუნდში ახალი ფეხბურთელის დარეგისტრირების უფლება 2018 წლამდე ჩამოერთვათ მას შემდეგ, რაც ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციამ მათი აპელაცია უკუაგდო.

შეგახსენებთ, რომ ასეთივე სასჯელით დასაჯეს კატალონიური “ბარსელონაც”, რომელიც დამნაშავედ 2014 წელს ცნეს. თუმცა, ამ ბანს მათზე დიდად არ უმოქმედია, რამეთუ მომდევნო წელს “ბლაუგრანამ” ტრიპლეტის მოგება მოახერხა.

გეტყვით იმასაც, რომ გასული სატრანსფერო ფანჯარა მადრიდულმა “ატლეტიკომ” საკმაოდ პროდიქტიულად ჩაატარა, განსხვავებით “რეალისა”, რომელმაც მხოლოდ ალვარო მორატა დაიმატა.

მსგავსი სიახლეები