“რეალი” დე შილიოში 18 მილიონს იხდის
მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბი მატია დე შილიოს სამსახურით არის დაინტერესებული.
იტალიური პრესის ცნობით, “სამეფო კლუბი” მზად არის “მილანს” 18 მილიონი ევრო გადაუხადო. ხოლო ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, ხელფასის სახით წელიწადში 2,5 მილიონი შესთავაზოს. დე შილიოს თამაშს საკმაოდ კარგ შეფასებას აძლევს “რეალის” მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც და როგორც წყარო იუწყება პირადად არის დაინტერესებული ტრანსფერი განხორციელებაში.
მიმდინარე სეზონში დე შილიომ იტალიის ჩემპიონატის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.