“რეალი” ესპანეთის სუპერთასის ჩემპიონია!
2020 წლის 12 იანვარს განახლებული ფორმატით ჩატარებული ესპანეთის სუპერთასის პირველი ფინალი შედგა მადრიდის “რეალსა” და “ატლეტიკოს” შორის. შეგახსენებთ, რომ ფინალამდე “რეალმა” “ვალენსიას” სძლია (3-1), ხოლო “ატლეტიკომ” კატალონიური “ბარსელონა” დაამარცხა (3-2).
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა ძალიან დაძაბულად წარიმართა. ნახევარფინალის მსგავსად სიმეონეს გუნდი კვლავაც მეორე ნომრად თამაშობდა და თავის შანსს კონტრშეტევებისას ელოდა. საპასუხოდ “ბლანკოსი” ბურთს ფლობდა და ამაოდ ცდილობდა მეტოქე გუნდის დაცვისთვის გასაღბის პოვნას.
დამატებითი ტაიმებიც მსგავსი სცენარით წარიმართა. მეორე დამატებითი ტაიმის ბოლოსკენ კარვახალის შეცდომის შედეგად ალვარო მორატა ერთი-ერთზე გადიოდა, თუმცა ფედე ვალვერდემ წითელი ბარათის ხარჯზე შეძლო გუნდის გადარჩენა. ფედეს შრომა ტიბო კურტუამ დაუფასა, რომელმაც თერთმეტმეტრიანებში, ისევე როგორც სრული 90 წუთის მანძილზე ბრწყინვალედ ითამაშა.