“რეალი” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გუნდების რაოდენობის გაზრდას უჭერს მხარს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მკაცრად ეწინააღმდეგება ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) შემოთავაზებულ რეფორმას, რომლის თანახმადაც ახლო მომავალში სუპერლიგის ტურნირის იდეა უნდა განხორციელდეს.
მადრიდული გრანდის ინტერესებს კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი წარმოადგენს. ეს უკანასკნელი კი კატეგორიულად აცხადებს, რომ ამ იდეას მხარს არ უჭერს.
სამაგიეროდ, “რეალს” მოსწონს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების რაოდენობის გაზრდის იდეა. ამ რეფორმის შემდეგ ტურნირიდან მიღებული შემოსავალი, შესაძლოა, მილიარდსაც გაუტოლდეს.
შეგახსენებთ, რომ ფიფამ უკვე დაადასტურა ახალი ფორამტი, რომლის თანახმადაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე 2021 წლიდან 24 კლუბი მიიღებს მონაწილეობას, რომლეიც რვა ჯგუფში გადანაწილდება. ჯგუფის რვა გამარჯვებული კი პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.