“რეალი” მზადაა განიხილოს – რამოსი დე ხეას სანაცვლოდ
El Pais-ის ინფორმაციით, მადრიდის “რეალი” აქტიურად აგრძელებს დავიდ დე ხეას ტრანსფერზე მუშაობას, რომელსაც შესაძლოა, სერხიო რამოსი შეეწიროს.
უკვე ერთ თვეზე მეტია, “სამეფო გუნდს” და ესპანელ კიპერს ერთმანეთს უკავშირებენ, თუმცა მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ. რამდენიმე დღეში “გალაქტიკოსი” ახალი შეთავაზებით შეუტევს ინგლისურ გუნდს.
El Pais წერს, რომ იკერ კასილიასის “პორტოში” წასვლის შემდეგ, “რეალი” დაუყოვნებლივ ცდილობს დავიდის დამატებას. კიკო კასილია და კეილორ ნავასი კვალიფიციური მეკარეები არიან, თუმცა არა დედაქალაქური გუნდის დონის.
სერხიო რამოსის ბედი კი ფლორენტინო პერესზეა დამოკიდებული. AS-ის უწყებით, პერესი ჩავიდა გუნდის ტესტ-მატჩებზე პირადად, რათა გამოცდილ უკანახაზელს გასაუბრებოდა. განიხილება ბარტერი ესპანელი მცველისა და მისივე ეროვნების მეკარის.
თავის მხრივ, თუ ერთი წლით “რეალი” დაიცდის, სერხიო რამოსსაც შეინარჩუნებს და დე ხეასაც უფასოდ ჩაიგდებს ხელში.