“რეალი” მზადაა, რონალდუს ხელფასი ბონუსების ხარჯზე გაუზარდოს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კრიშტიანუ რონალდუს შესანარჩუნებლად ამ უკანასკნელს ხელფასი გაუზარდონ. ამ ინფორმაციას Cadena Cope ავრცელებს.
როგორც იცით, 33 წლის პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 25 მილიონ ევროს შეადგენს. ახალი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში კი რონალდუს ხელფასის 7.5 მილიონი ევროთი გაზრდის შანსი მიეცემა.
რონალდუ “რეალის” მაისურით ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში 2 მილიონ ევროს მიიღებს, 1,5 მილიონს – ლა ლიგის მოგებისას, 1 – მილიონს კი ესპანეთის თასის მოგებისას. “ოქროს ბურთის” ან ფიფას ვერსიით საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მოგების შემთხვევაში ხელფასი თითო-თითო მილიონით გაეზრდება.
კიდევ 500 ათასი ევროა გათვლილი პორტუგალიელის საუკეთესო ბომბარდიორბასა და მის მიერ გარკვეული ოდენობის მატჩებში მონაწილეობაზეც. საერთო ჯამში, კლუბისგან მას შეუძლია 32.5 მილიონი ევრო მიიღოს.