რეალი ნეგრედოს დაბრუნებაზე ფიქრობს
ალვარო მორატას გასხვისების შემდეგ ამდრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა ალვარო ნეგრედოს დაბრუნებაზე დაფიქრდა. ესპანური პრესის ცნობით, კლუბში ნეგრედოს თაობაზე საერთო აზრი არ არსებობს, მაგრამ უმეტესობა 28 წლის შემტევის დაბრუნების მომხრეა.
თუმცა, “მანჩესტერ სიტი”, რომელმაც შარშან ფეხბურთელში სევილიას 25 მილიონი გადაუხადა, ნეგრედოს სიმბოლურ ფასად არ გაუშვებს. ინგლისური სეზონის 49 მატჩში ალვარომ 23 გოლის გატანა მოახერხა.
ნეგრედო 2005 წლიდან მადრიდელთა საკუთრებაში იყო. შემდეგ კი “ალმერიას” და “სევილიას” რირსებას იცავდა.