“რეალი” პოგბას გამო სამ ფეხბურთელს გაყიდის?
იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის პოლ პოგბას შეძენის სურვილი უფრო და უფრო ემატება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანებლები მზად არიან, პოგბას გამო, გუნდიდან ფაბიო კოენტრაო, ალვარო მორატა და ანხელ დი მარია გაუშვან.
შეგახსენებთ, რომ “რეალი” პოგბათი დიდი ხანია დაინტერესებულია. გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ზინედინ ზიდანი კი, 21 წლის ფრანგი ფეხბურთელით მართლაც აღფრთოვანებულია, რაც მან არაერთხელ დაადასტურა.