„რეალი“, შესაძლოა, „ბარსელონას“ გამო დასაჯონ

თარიღი: დეკემბერი 8, 2014

ესპანეთის ლიგამ ტრიბუნებზე შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო პრიმერას კლუბების დასჯა გადაწყვიტა, მათ შორის ერთ-ერთი მადრიდის „რეალიცაა“.

„ბლანკოსი“, შესაძლოა, იმისთვის დასაჯონ, რომ შაბათს „სელტასთან“ მატჩის დროს გულშემატკივრები „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის მისამართით შეურაცხმყოფელ სიმღერებს მღეროდნენ.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ მატჩის მთავარ არბიტრს მატჩისშემდგომ ოქმში ამ ფაქტის შესახებ არ დაუწერია. ამის მიუხედავად, ესპანეთის პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი სიტუაციაში გარკვევას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, „ატლეტიკოსა“ და „დეპორტივოს“ ფანების შეტაკების შედეგად, „დეპორტივოს“ ერთ-ერთი ფანი დაიღუპა, რის შემდეგაც ლიგამ მსგავსი ფაქტების გამო ზომების მიღება გადაწყვიტა.

მსგავსი სიახლეები