“რეალის” ახალგაზრდული გუნდის კაპიტანმა “ბარსას” მოედნის ცენტრიდან გაუტანა
Copa del Rey juvenil-ის გათამაშების მეოთხედფინალურ ეტაპზე ერთმანეთს მადრიდის “რეალისა” და კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში გადამწყვეტი როლი “ბლანკოსის” კაპიტანმა ანტონიო ბლანკომ ითამაშა.
მაშინ, როდესაც “ბარსელონა” მინიმალური ანგარიშით ამარცხებდა “რეალს” და შეტევას ახორციელებდა, ბლანკომ ბურთი მოედნის ცენტრში მოიპოვა და უზუსტესი დარტყმით შეძლო შორი მანძილიდან მეტოქის კარის აღება.
ასე რომ, პირველ მატჩში მოპოვებული 2:0 გამარჯვებისა და განმეორებით მატჩში დაფიქსირებული საყაიმო ანგარიშის შედეგად, მომდევნო ეტაპზე მადრიდის “რეალის” ახალგაზრდული გუნდი გავიდა.
⚽😯🔝 El GOLAZO de Antonio Blanco desde el centro del campo… ¡CRACK! @lafabricacrm | #HalaMadrid pic.twitter.com/KJ74ioBdMt
— Cantera Real Madrid (@lafabricacrm) June 8, 2019