“რეალის” დირექტორი: “გვინდა, ჩიჩარიტო “რეალში” დავაბრუნოთ”
საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ინგლისური გამოცემა, Goal.Com-ი. ცნობილი ხდება, რომ მადრიდის “რეალი” სერიოზულად არის დაინტერესებული ბაიერის “ლევერკუზენის” თავდამსხმელის, ხავიერ ერნანდესის (ჩიჩარიტოს) შეძენით.
28 წლის მოთამაშე მადრიდულ გრანდში 2014-2015 წლების სეზონში ირიცხებოდა. იგი “მანჩესტერ იუნაიტედმა” გაანათხოვრა “ბლანკოსში”. მან “თეთრების” შემადგენლობაში სამ ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა და 9 გოლიც გაიტანა.
2015 წლის ზაფხულზე ჩიჩარიტო ლევერკუზენის “ბაიერში” გადავიდა. მან 50 თამაშში 33 გოლი შეაგდო და ახლა შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.
“რეალის” დირეტორმა, სანტიაგო აგუადომ Fox Sports-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის ხელმძღვანელობას სურს მექსიკელი მოთამაშის დაბრუნება.
“დიახ, ჩვენ გვინდა ერნანდესის დაბრუნება და ვფქირობთ ამ საკითხზე. ის შესანიშნავი ფეხბურთელია!” – განაცხადა აგუადომ.