“რეალის” დირექტორმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა შეაფასა
მადრიდის “რეალის” დირექტორმა, ემილიო ბუტრაგენიომ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შეაფასა. როგორც იცით, მეოთხედფინალში ესპანეთისა და ინგლისის ჩემპიონები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
“ერთმანეთს ორი ისტორიული და ფუნდამენტალური კლუბი დაუპირისპირდება. ეს იქნება დიდი შერკინება ორი ძალიან სახიფათო გუნდისა, რომელთაც დანაკლისებიც აქვთ. “ლივერპული” ძალიან აქტიურად მოთამაშე გუნდია.
მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ “რეალს” წარმოვადგენთ. მოუთმენლად ველით ამ მატჩს და იმედი გვაქვს, რომ პირველი მატჩისთვის ყველა მოასწრებს გამოჯანმრთელებას.
ჩვენ ვეთამაშებით გუნდს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ორი წლის წინ მოიგო. გვჯერა ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობების და ყველაფერს გავაკეთებთ სასურველი შედეგის მისაღწევად,” – ვციტირებთ ბუტრაგენიოს სიტყვებს.
აქვე გეტყვით, რომ “რეალი”-“ლივერპულის” წყვილის გამარჯვებული ნახევარფინალში “ჩელსისა” და “პორტუს” წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.