“რეალის” ხელმძღვანელები ჟოზე მოურინიოს დაუკავშირდნენ
უცხოურ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების მიხედვით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის მთავარი მწვრთნელსი პოსტზე ჟოზე მოურინიოს კანდიდატურასაც განიხილავენ.
El Pais-ის ცნობით, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები უკვე დაუკავშირდნენ ჟოზე მოურინიოს. წყაროს ცნობით ამ საქმეს ხოსე ანხელ სანჩესი აგვარებს, რომელიც “რეალში” მეორე კაცად ითვლება ფლორენტინო პერესის შემდეგ.
როგორც იცით, მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედი” არც თუ ისე კარგად გამოდის საშინაო სარბიელზე, რის გამოც, პორტგუგალიელი მწვრთნელი გათავისუფლების პირას იმყოფება. თუმცაღა, თავად მოურინიოს არ სურს თავისი სურვილით წავიდეს – ამ შემთხვევაში ის კლუბისგან 30 მილიონს ვეღარ მიიიღებს.
ასე რომ, იმ შემთხვევაში თუ “ბლანკოსის” ხელმძღვანელები ანტონიო კონტეს გადაბირებას ვერ შეძლებენ, სრულად ჟოზე მოურინიოს კანდიდატურაზე გადაერთვებიან.