“რეალის” მწვრთნელის რანგში მოპოვებული ტიტულებით ზიდანი მეორე ადგილზე გადავიდა
ზინედინ ზიდანის “რეალი” წარმატებულ სვლას აგრძელებს. მადრიდული გრანდის მუზეუმს კიდევ ერთი ტიტული შეემატა – “ბლანკოსმა” მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში “გრემიო” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ტიტულსაც დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ ფრანგი სპეციალისტისთვის ეს რიგით მერვე ტიტულია “რეალის” მთავარი მწვრთნელის რანგში. ამ მაჩვენებლით ის ლუის მოლოვნის გაუთანაბრდა, რომელმაც ასევე 8 ტიტული მოაგებინა მადრიდულ კლუბს.
ზიდანსა და მოლოვნიზე მეტი ტიტული “რეალს” მხოლოდ მიგელ მუნიეზმა მოაგებინა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს 1960-74 წლებში წვრთნიდა.
აქვე გეტყვით, რომ ზიდანი პირველია ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მწვრთნელებს შორის, რომელსაც 8 ტიტულის მოსაგებად სულ რაღაც 23 თვე დასჭირდა – ზიდანს ტიტულის მოსაგებად საშუალოდ 14.37 მატჩი სჭირდება.
115 games ⚽️
84 wins ?
8 trophies ?Zinedine Zidane has won a trophy on average once every 14.37 games as Real Madrid manager. Wow! ? pic.twitter.com/5sU4meJv64
— Match of the Day (@BBCMOTD) December 16, 2017