“რეალის” ოფიციალურ მაზაღიაში ნაჩოს და ხესეს მაისურები ამოღებულია
დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის “რეალს” ორი ესპანელი ფეხბურთელი, ნაჩო და ხესე დატოვებს.
საქმე იმაშია, რომ “სამეფო კლუბის” ოფიციალურ მაღაზიაში აღნიშნული ფეხბურთელების მაისურები ამოღებულია.
მას შემდეგ რაც, “რეალმა” ალვარო მორატა დაიბრუნა, ხესე როდრიგესის გუნდში დარჩენის შანსები კიდევ უფრო მცირდება. ჯერჯერობით, ხესეს და ნაჩოს გუნდიდან წასვლის საკითხი ოფიციალურად დადასტურებული არ არის.