“რეალის” ფავორიტი მაურისიო პოჩეტინო ესპანეთში დაბრუნებაზე ფიქრობს
ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, პრესასთან საუბრისას საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ესპანეთში დაბრუნებაზე ფიქრობს.
“ჩემი დამოკიდებულება ესპანეთთან ყოველთვის დიდებული იქნება და დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი იქ ერთ დღეს, ვათამაშებდი ისეთ ფეხბურთს, რომელიც თამაშების მოგებასთან ერთად გულშემატკივრების კმაყოფილებასაც გამოიწვევდა.
რა თქმა უნდა, ესპანეთში დავბრუნდები. ყოველთვის მზად ვარ ახალი გამოწვევებისა და პროექტებისათვის,” – აცხადებს 47 წლის პოჩეტინო.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი სპეციალისტი, რომელსაც ახალგაზრდებთან შედეგიანი მუშაობით აქვს სახელი განთქმული, მადრიდის “რეალის” მთავარ სამიზნედ სახელდება. რაც შეეხება “ბლანკოსის” ამჟამინდელ თავკაც სანტიაგო სოლარის, მას უახლოეს მომავალსი გაათავისუფლებენ.