“რეალის” ფეხბურთელებს ვარჯიშზე ანტი-დოპინგის კონტროლიორები მოულოდნელად ესტუმრნენ
გუშინ მადრიდის “რეალმა” ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა.
საწვრთნელი პროცესი 15 წუთით გვიან დაიწყო, რადგან “ბლანკოსის” ფეხბურთელებს უეფამ “სიურპრიზი გაუკეთა”. მოულოდნელად, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ანტი-დოპინგის კონტროლიორები გამოჩნდნენ, რომლებმაც სპორტსმენები გასინჯეს. ტესტმა კარგად ჩაიარა და ზიდანმა შეგირდები სავარჯიშოდ მალევე ჩაიბარა.
ეს უეფას ტრადიციაა, რომელიც წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ ხდება. ამჯერად, მათი სამიზნე მადრიდული გრანდი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ხუთ დღეში “რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის “ტოტენჰემს” შეერკინება.