“რეალის” ყოფილი პრეზიდენტი: “ადრე თუ გვიან, მოურინიო “რეალში” დაბრუნდება”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა – ამ უკანასკნელმა ჟოზე მოურინიოს მადრიდის “რეალში” დაბრუნება იწინასწარმეტყველა.
“თუ კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტი [ფლორენტინო პერესი] მომდევნო წლებშიც გააგრძელებს კლუბის მართვას და მჯერა, რომ ასე იქნეა, მოურინიო აუცილებლად დაბრუნდება “რეალში”. ამაში ეჭვი არ მეპარება, მოურინიო ერთადერთი მწვრთნელი იყო, რომელსაც პერესი პატივს სცემდა,
სიტუაცია უკეთესობისკენ, ან უარესობისკენ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ის დაბრუნდება – თუ, რა თქმა უნდა “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს. დამიჯერეთ, მოურინიო მალე დაბრუნდება,” – აცხადებს კალდერონი.