“რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა და რეპსიმღერა ჩაწერა (ვიდეო)
მადრიდის “რეალისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა როისტონ დრენტემ პროფესიული კარიერა დაასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ დრენტე მხოლოდ 29 წლისაა, მან ახალი კლუბის მოძიება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ბუცების ლურსმანზე დაკიდვის გადაწყვეტილება მიიღო. სამაგიეროდ, დრენტემ რეპსიმღერის ჩაწერა უკვე მოასწრო, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
როისტონ დრენტე უკანასკნელად “ბანიასის” ღირსებას იცავდა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს წარმოადგენს. ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა ეს კლუბი 2016 წლის ივლისში დატოვა. გარდა ამისა, დრენტეს “ფეინოორდში”, რეალში”, “ერკულესში”, “ევერტონში”, ვლადიკავკაზის “ალანიაში”, “რედინგში”, “შეფილდ უენსდეისა” და “ქაისერი ერჯისეფორში” უთამაშია.