“რეალის” რეკორდი
უეფას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი ფინალისტის ვინაობა ცნობილია. კიევში გასამართ გადამწყვეტ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ითამაშებს, რომელმაც ნახევარფინალურ ეტაპზე მიუნხენის “ბაიერნის” ბარიერი დაძლია.
“რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეშვიდედ ითამაშებს (1992 წლიდან). ამ მაჩვენებლით “სამეფო კლუბი” რეკორდსმენი გახდა. აღსანიშნავია, რომ “რეალი” ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში არასდროს დამარცხებულა. ექვს-ექვსჯერ ითამაშეს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში “მილანმა” და ტურინის “იუვენტუსმა”.
ტურნირის დასკვნით მატჩში “რეალის” მეტოქე “ლივერპული” ან “რომა” იქნება. “ენფილდზე” მერსისაიდულმა გუნდმა ანგარიშით 5:2 იმარჯვა, დღეს კი “სტადიო ოლიმპიკოზე” საპასუხო მატჩი იმართება.