“რეალმა” იკარდის ტრანსფერზე უარი ვანდა ნარას გამო თქვა

თარიღი: თებერვალი 17, 2019

მაურო იკარდის გარშემო არსებული დაძაბული ვითარების ფონზე, გავლენიანი ესპანური გამოცემა Marca აცხადებს, რომ არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი მადრიდის “რეალში” მისი აგენტისა და მეუღლის, ვანდა ნარას, გამო არ შედგა.

როგორც იცით, მაურო იკარდის საკმაოდ დიდი ხანია, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ და როგორც ცნობილი ხდება, ბოლო დროს ამ ყოველივეს საკმაოდ სერიოზული ხასიათი ჰქონდა.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ იკარდი “ინტერის” კაპიტნის სამკლაურიც ჩამოართვეს, რის გამოც ვენაში თამაშზე უარი განაცხადა. პრესის ცნობით ამ არეულობის მიზეზიც ვანდა ნარაა, რომელიც იტალიელების ცნობით ბროზოვიჩთან ღალატობდა იკარდის.

Marca-ს ცნობით, “რეალიდან” კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ფლორენტინო პერესი სერიოზულად ფიქრობდა იკარდის ტრანსფერზე, თუმცა მოლაპარაკებების მიმდინარეობისას ვანდა ნარასთან საერთო ენა ვერ გამონახა.

მსგავსი სიახლეები