“რეალმა” “ხეტაფე” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)
მადრიდის “რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში საკუთარ მოედანზე “ხეტაფე” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა ანგარიშით 3:1 – მოპოვებული სამი ქულით “ბლანკოსმა” “ატლეტიკოსთან” სხვაობა 7 ქულამდე შეამცირა, “ბარსელონასთან” – 12-მდე.
მატჩის გმირი კრიშტიანუ რონალდუ გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში თავისი მე-300 და 301-ე გოლები გაიტანა. თავისი გოლი გაიტანა გარეტ ბეილმაც. სტუმართა მხრიდან კი თავი პორტილომ გამოიჩინა 11-მეტრიანი ნიშნულიდან.
აღსანიშნავია, რომ ლოიკ რემიმ ორი ყვითელი ბარათის მიღების გამო ავტომატურად დატოვა მოედანი შეხვედრის 47-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ.
ასე რომ, მადრიდელებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ, “პსჟ”-სთან გასამარტი მატჩისთვის დაიწყონ მზადება და “ბარსელონა”-“ატლეტიკოს” მატჩსაც “ჩაუჯდნენ”.
“რეალი”: კეილორ ნავასი; ტეო ერნანდესი (მარსელო 65′), ნაჩო, რამოსი, კარვახალი; ისკო, კაზემირო, ლორენტე (კოვაჩიჩი 77′); რონალდუ (ასენსიო 79′), ბენზემა, გარეტ ბეილი
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“ხეტაფე”: მარტინესი; სუარესი, დაკონამი, გონსალეს კაბრერა, პაჩეკო; მორა (შიბასაკი 58′), არამბარი; პორტილო, ფაირი, ლოიკ რემი; ანხელი (მოლინა 57′)
მთავარი მწვრთნელი: პეპე ბორდალასი