“რეალმა” “ლევანტესთან” მორიგი ქულები დაკარგა (ვიდეო)
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მესამე ტურის შეხვედრები იმართება.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” ვალენსიას “ლევანტე” მიიღო. დაპირისპირება მოულოდნელად დაიწყო: მე-12 წუთზე ივი ლოპესმა “ბლანკოსის” კარი აიღო. 24 წუთში ლუკას ვასკესმა ჩამორჩენა აღმოფხვრა.
მეორე ნახევარში “რეალმა” კიდევ უფრო გააძლიერა შეტევა გარეთ ბეილისა და ისკო ალარკონის შემოყვანით, თუმცა ვალენსიური კლუბი თავს კარგად იცავდა. მეორე 45 წუთის გამორჩეული მომენტი 89-ე წუთზე მოხდა, როცა მარსელომ მეტოქესთან განზრახ უხეში თამაშის გამო წითელი ბარათი მიიღო.
საბოლოოდ, მატჩში გოლი აღარ გასულა და იგი ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
“რეალმა” ზედიზედ მეორე ფრე ითამაშა. მას ამჟამად ხუთი ქულა აქვს და ცხრილში მეოთხეა. “ლევანტე” ქულების იმავე რაოდენობით მადრიდულ გრანდზე ერთით ქვედა საფეხურზეა.
იხილეთ ვიდეო
მარსელოს წითელი ბარათი