“რეალმა” “მალაგას” დაძაბულ ბრძოლაში სძლია (ვიდეო)
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მე-13 ტურის მატჩები შედგა. თავისი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “მალაგას” დაუპირისპირდა.
საკმაოდ სანახაობრივ შეხვედრაში ანგარიში მეცხრე წუთზე კარიმ ბენზემამ გახსნა. მან კრიშტიანუ რონალდუს დარტყმულის შემდეგ, დამატებაზე თავით შესანიშნავად ითამაშა. ზუსტად ცხრა წუთში დიეგო როლანმა გაათანაბრა. თუმცა, 21-ე წუთზე კაზემირომ, კუთხურიდან ტონი კროოსის ჩაწოდების შემდეგ, თავით დაარტყა და “ბლანკოსი” ისევ წინ გავიდა.
მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე გონსალო კასტრომ შორეული დარტყმით აიღო კიკო კასილიას კარი. გამარჯვების გოლის კი 76-ე წუთზე გავიდა: მსაჯმა, ლუკა მოდრიჩის წაქცევის გამო, თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტის ნიშნულთან რონალდუ მივიდა, მას მეკარემ აჯობა, თუმცა დამატებაზე პორტუგალიელმა შესანიშნავად ითამაშა და საკუთად გუნდს ანგარიშით, 3-2 მოაგებინა.
ამჟამად “რეალს” 27 ქულა აქვს და იგი მესამე პოზიციას იაკავებს. ხოლო, “მალაგა” შვიდი ქულით, მე-18 პოზიციას იკავებს.