“რეალმა” მიზანში კურტუა ამოიღო
“სამეფო გუნდი” კვლავ აქტიურად აგრძელებს მუშაობას, მეკარის პრობლემის მოგვარებაზე.
“რეალში” იკერ კასილასის მომავალი კვლავ გაურკვეველია. პრესას ლეგენდარულ მეკარეზე ახალი სალაპარაკო მიეცა. ესპანელმა მადრიდულ დერბიში მიუტევებელი შეცდომა დაუშვა.
თავდაპირველად, იკერის შემცვლელად დავიდ დე ხეას მიიჩნევდნენ, რომელსაც “მანჩესტერ იუნაიტედთან” ხელშეკრულების ვადა 18 თვეში გასდის.
Daily Star-ის ცნობით, მადრიდელთა ახალი სამიზნე 22 წლის ბელგიელი, ტიბო კურტუა გახდა, რომელმაც იჯარის წესით საკმაოდ დიდი ხანი გაატარა მადრიდის “ატლეტიკოში”. იგი მხოლოდ ზაფხულში დაბრუნდა ლონდონში და პიტერ ჩეხი სათადარიგოთა სკამზე გადასვა.
“ბლანკოსი” ეშმაკურ ხერხსაც მიმართავს. ესპანელებმა იციან, რომ ჟოზე მოურინიოს რაფაელ ვარანის წაყვანა სურს, ხოლო არაა გამორიცხული, ფრანგი სწორედ ტიბოს ტრანსფერში გამოიყენონ.