“რეალმა” “ნოუ კამპზე” “ბარსელონა” დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: აპრილი 3, 2016

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 31-ე ტურის ცენტრალური მატჩი “ნოუ კამპზე” გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა “ბარსელონამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ კატალონიური გუნდის ლეგენდარული ჰოლანდიელი თავდამსხმელის, იოჰან კრუიფის ხსოვნას პატივი მიაგო. “ბლაუგრანას” მოთამაშეებს მაისურებზე საგანგებო წარწერა “Gracies Johan” (მადლობა, იოჰან) ჰქონდათ გამოსახული.

მატჩი თავიდანვე მჭიდრო ორთაბრძოლებით დაიწყო, ფეხბურთელები არც უხეშ თამაშს ერიდებოდნენ და საწყის ოც წუთში სტუმართა დაცვის ხაზი ყვითელი ბარათებით დაიტვირთა. არბიტრმა ჯერ სერხიო რამოსი გააფრთხილა, შემდეგ კი დანიელ კარვახალს უჩვენა ყვითელი ბარათი. 24-ე წუთზე კატალონიელთა ლიდერი ლეო მესი მეტოქის საჯარიმოში შეჭრას ცდილობდა, მაგრამ სერხიო რამოსმა ფეხი გამოსდო და არგენტინელი თავდამსხმელი ხაზთან წაიქცა. მსაჯმა ეს მომენტი უყურადღებოდ დატოვა. არადა, ჯარიმის დანიშვნის შემთხვევაში, არბიტრს გაფრთხილებული რამოსისთვის, დიდი ალბათობით, მეორე ყვითელი ბარათის ჩვენება და მისი მოედნიდან გაძევება მოუწევდა. ინიციატივა “ბარსას” ფეხბურთელებმა იგდეს ხელთ, “რეალმა” კი მეორე ნომრად თამაში არჩია. მადრიდელები ძირითადად სწრაფი კონტრშეტევების წყალობით ცდილობდნენ მეტოქის კართან ხიფათის შექმნას. პირველი ტაიმი უგოლოდ მიილია, თუმცა მაყურებელმა სწრაფი და დაძაბული თამაში იხილა, რაც მოწყენის საშუალებას არ იძლეოდა.

შეხვედრის მეორე ნახევრის დებიუტში “ბარსელონას” ფეხბურთელებმა მეტოქეზე წნეხი გააძლიერეს. ტაიმის დაწყებიდან ათი წუთის თავზე მესის ტექნიკურ დარტყმას კეილორ ნავასმა თვალსასეირო სეივით უპასუხა და ბურთი მოიგერია. შეტევას ერთბაშად რამდენიმე კუთხური მოჰყვა და მასპინძლებმა ეს სტანდარტი შესანიშნავად გამოიყენეს. მარჯვენა ფლანგიდან შესრულებული კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმო მოედანზე მყოფი ხერარ პიკე პეპეს გაექცა და თავური დარტყმით ბურთი კარში გადაგზავნა. “რეალის” კიპერი ამჯერად უძლური აღმოჩნდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0. სტუმრებმა წონასწორობის აღდგენა მალევე შეძლეს. მარსელომ წარმატებული სოლორეიდის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ტონი კროოსი მოძებნა, გერმანელმა ნახევარმცველმა გამჭოლი გადაცემა გააკეთა, ბურთი კარის წინ მდგარ კარიმ ბენზემას მიუვიდა, რომელმაც აკრობატულ ნახტომში შესრულებული დარტყმით ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 1:1. შეხვედრის მე-80 წუთზე მატჩის ყველაზე საკამათო ეპიზოდი განვითარდა. კრიშტიანუ რონალდუმ საჯარიმოში გარეტ ბეილს ჩაუწოდა, უელსელმა ფეხბურთელმა მეორე სართულზე ბრძოლა მოიგო და გოლიც გაიტანა, თუმცა არბიტრმა კატალონიელთა სასარგებლოდ თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა. სამ წუთში სერხიო რამოსმა ლუის სუარესის წინააღმდეგ იუხეშა და მსაჯმაც ესპანელ მცველს უყოყმანოდ უჩვენა მეორე ყვითელი ბარათი. სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, თუმცა 85-ე წუთზე “რეალის” მორიგი შეტევა რონალდუმ გოლით დააგვირგვინა და “სამეფო კლუბი” დააწინაურა – 1:2. სტუმრებმა ამ უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და “ნოუ კამპიდან” 3 ქულა წაიღეს. ამრიგად, “რეალმა” პირველ წრეში “ბარსელონასთან” შინ განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ “ნოუ კამპზე” რევაშის აღება შეძლო.

“ბარსელონას” აქტივში 76 ქულა დარჩა და ახლა კატალონიური გუნდი 6 ქულით უსწრებს მადევარ “ატლეტიკოს”. რაც შეეხება “რეალს”, მესამე ადგილზე მყოფმა “სამეფო კლუბმა” 69 ქულა მოაგროვა.

ესპანეთის პრიმერადივიზიონი
31-ე ტური
“ბარსელონა” — “რეალი” 1:2 (0:0)

“ბარსელონა”: ბრავო, დანი ალვესი, მასკერანო, პიკე, ხორდი ალბა, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი (არდა თურანი 74′), მესი, სუარესი, ნეიმარი.
მთავარი მწვრთნელი: ლუის ენრიკე.
“რეალი”: ნავასი, კარვახალი, რამოსი, პეპე, მარსელო, კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი (ლუკას ვასკესი 90+1′), ბენზემა (ხესე 78′), რონალდუ.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი.
გოლები: პიკე 56′, — ბენზემა 62′, რონალდუ 85′.
გაფრთხილებები: სუარესი 27′, მასკერანო 29′, რაკიტიჩი 58′ — სერხიო რამოსი 10′, კარვახალი 18′
გაძევება: სერხიო რამოსი 83′.
მთავარი არბიტრი: ალეხანდრო ერნანდესი.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

მოურინიო ბეილს: “აქ დარჩენა გინდა თუ “რეალში” დაბრუნება და უთამაშებლობა?

“ტოტენჰემ ჰოთსპურის” საკლუბი ტელეარხის ეთერში გუნდის ვარჯიშის ამსახველი ვიდეომასალა გავიდა. ვიდეოს ერთ-ერთ მონაკვეთში ისმის “დეზების...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფეხბურთელები, რომლებსაც Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ

გთავაზობთ იმ ფეხბურთელების ხუთეულს, რომლებსაც სოციალურ ქსელ Instagram-ში ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავთ: 5. მარსელო – […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ვაი დედა” – ხვიჩა კვარაცხელია ტიკტოკის ვარსკვლავია

საქართველოს ნაკრების ლიდერის ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინი” სოციალურ ქსელ TikTok-ზე ძალიან აქტიურობს და მათ შორის, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად ესპანეთისა და კატალონიის ხელისუფლების მიერ მიღებული პრევენციული ზომების გამო “ბარსელონას” საპრეზ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესიმ “ბარსელონას” დღევანდელი ვარჯიში გამოტოვა

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ მატჩში ლეო მესის მონაწილეობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსელინიო: “რეალის” დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა”

ბილბაოს “ატლეტიკის” მთავარმა მწვრთნელმა, მარსელინიომ, ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მადრიდის “რეალის” დამარცხების (1:2) ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანმა “ატლეტიკთან” მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა

მადრიდის “რეალი” ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალური ეტაპის მატჩში ბილბაოს “ატლეტიკთან” დამარცხდა (1:2). მატჩის შემდეგ ზინედი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს

მადრიდის “რეალის” ნახევარდაცვის ხორვატი ლიდერი, ლუკა მოდრიჩი, პრესასთან საუბრისას საკუთარ მომავალზე აკეთებს კომენტარს. როგორც იცით, [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ შეასრულა რაჰიმ სტერლინგმა პენალტი “ბრაიტონთან” მატჩში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Raheem Sterling penalty miss against Brighton 90+2'pic.twitter.com/tLsfayxQaC — noobfcb (@noob_fcb) January 13, 2021...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცნობილია, როდის დაბრუნდება ჩავი “ბარსელონაში”

ესპანური გამოცემა “მარკა” წერს, რომ ჩავი “ბარსელონაში” მიმდინარე წლის აპრილის თვემდე დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ 40 […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “ბარსელონამ” კრიშტიანუს ტრანსფერზე უარი თქვა, რასაც არ ვნანობ”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, აღიარებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის განხორციელების შანსი ჰქონდა. “რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალგუასილი: “ჩემ გუნდს ფავორიტად მე თუ არ ჩავთვლი, მარცხი გარდაუვალი იქნება”

დღეს საღამოს ესპანეთის სუპერთასის 2020/21 წლების სეზონის გათამაშება აიღებს სტარტს. გათამაშებაში მონაწილეობას ოთხი კლუბი იღებს: […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამუელ ეტოო: “ეს ისაა, ვინც მესის შეცვლის”

“ბარსელონას” ყოფილმა თავდამსხმელმა სამუელ ეტოომ კატალონიური გუნდის ფორვარდ ანსუმანე ფატის შესახებ ისაუბრა და მას ლიონელ […]...
წაკითხვა