“რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მორიგი სპექტაკლი დადგა (ვიდეო)

თარიღი: სექტემბერი 10, 2016

8

ახლახან დასრულდა ესპანური ლა ლიგის მესამე ტურის ეგიდით გამართული მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ოსასუნას” შორის, რომელიც საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა – “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა პუბლიკამ 7 გოლი იხილა.

მადრიდელებმა ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხეს – მატჩის მე-6 წუთზე თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა (ბეილის პასის წყალობით), რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან. პირველი ტაიმის მიწურულს, დანილომა და სერხიო რამოსმა ანგარიშში სხვაობა 3-მდე გაზარდეს.

მატჩის მეორე ტაიმიც ზიდანის ბიჭების დომინირებით დაიწყო – ჯერ პეპემ მოახერხა თავის გამოჩენა, შემდეგ კი ლუკა მოდრიჩმა შემოვთავაზა ბრწყინვალე გოლი. ამის შემდეგ კი, სტუმრებმა ორი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები