“რეალმა” “სელტასთან” ქულები დაკარგა (ვიდეო)
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში ვიგოს “სელტამ” მადრიდის “რეალი” მიიღო. ანგარიშის გახსნა 33-ე წუთზე დანიელ ვასმა მოახერხა. 31 წლის მოთამაშემ ეს იაგო ასპასის დახმარებით გააკეთა. თუმცა, 36-ე წუთზე გარეთ ბეილმა ტონი კროოსის პასის შემდეგ ჯერ ანგარიში გაათანაბრა, 38-ეზე კი ისკოს საგოლე გადაცემით წინ გაიყვანა “ბლანკოსი”.
საინტერესოა, რომ 71-ე წუთზე კეილორ ნავასმა საჯარიმოში წაქცევის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო და თერთმეტმეტრიანიც დაინიშნა. იგი იაგო ასპასმა ვერ გამოიყენა – კეილორმა ბურთი მოიგერია. “რეალი” ქულების დაკარგვას მაინც ვერ გადაურჩა. 82-ე წუთზე ვასის ჩაწოდების შემდეგ მაქსი ლოპესმა ანგარიში გაათანაბრა.
საბოლოოდ, 2-2. “რეალი” ამჟამად 32 ქულით მეოთხეა, ხოლო “სელტა” 22 ქულით მეთოთხმეტე პოზიციას იკავებს.