“რეალმა” “სევილია” გაანადგურა – რონალდუ ოქროს ბურთის მოპოვების შემდეგ დუბლით დაბრუნდა (ვიდეო)
დღეს ესპანეთის ლა ლიგა სანტანდერის მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.
“სანტიაგო ბერნაბეუზე” მადრიდის “რეალმა” ანდალუსიის “სევილიას” უმასპინძლა. დაპირისპირება მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მესამე წუთზე ნაჩო ფერნანდესმა გახსნა. ზუსტად ოც წუთში კრიშტიანუ რონალდუმ მეორეჯერ აიღო სერხიო რიკოს კარი და ამ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატში მესამე გოლი შეაგდო. მას ამ შემთხვევაში მარკო ასენსიო დაეხმარა. 31-ე წუთზე პორტუგალიელმა ტერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაიტანა.
ანდალუსიელთა რბევა პირველ ტაიმში 3-0-ზე არ შეწყვეტილა. 38-ე წუთზე ტონი კროოსმაც გაიტანა. მისი ასისტენტი ლუკას ვასკესი იყო. ხოლო, ბოლოჯერ სტუმართა კარის ბადე 18 წლის მარჯვენა მცველმა, აჩრაფ ჰაკიმიმ შეარხია. ამჯერად, მოროკოელის დამხმარე კარიმ ბენზემა აღმოჩნდა.
საბოლოოდ, “რეალმა” ანგარიშით, 5-0 მოიგო. ამის შემდეგ ზინედინ ზიდანის შეგირდებს 31 ქულაა ქვთ და მესამე პოზიციას იკავებენ. “სევილია” 28 ქულით მეხუთეა.