“რეალმა”, შესაძლოა, მორატა გამოისყიდოს
როგორც ჩანს, მადრიდელები 23 წლის ფეხბურთელის დაბრუნებას ეცდებიან.
მოგეხსენებათ, ალვარო მორატა “იუვენტუსის” შემადგენლობას 2014 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება, “სამეფო კლუბს” 2017 წლამდე ფეხბურთელის უკან გამოსყიდვის უფლებას აძლევს. თუმცა, როგორც იცით, მომდევნო ზაფხულსა და ზამთარში მადრიდელებს ფიფას სანქციის გამო ტრანსფერების გაკეთება ეკრძალებათ, აქედან გამომდინარე, იანვარში მათი ბოლო შანსია, მორატა შედარებით იაფად შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ესპანელმა თავდამსხმელმა იტალიის მოქმედ ჩემპიონებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2020 წლამდე იქნება ძალაში.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში, მორატას ანგარიშზე 17 მატჩში ერთი გოლი და სამი საგოლე გადაცემაა.