“რეალმა” შინ “ოსასუნა” დაამარცხა და საუტნირო ცხრილის ლიდერი გახდა (ვიდეო)
25 სექტემბერს ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტური მადრიდის “რეალისა” და “ოსასუნას” დაპირისპირებამ დახურა. “ბარსელონასთან” მოპოვებული ერთი ქულის შემდეგ არასატეს გუნდი “სანტიაგო ბერნაბეუზეც” საბრძოლო განწყობით გავიდა, თუმცა არაფერი გამოვიდა.
შეხვედრა მადრიდული გრანდის უპირატესობით წარიმართა. მართალია, სტუმრებიც ცდილობენ არეოლას კარის აღებას, თუმცა “ბლანკოსის” დაცვა “ოსასუნას” შეტევებს მოწოდების სიმაღლეზე ხვდებოდა.
ანგარიში მატჩის 36-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გახსნა ბრწყინვალე გოლით. გოლის გატანის სამი ბრწყინვალე შანსი ჰქონდა ლუკა იოვიჩსაც, თუმცა ორი მათგანი ვერ გამოიყენა, ერთ შემთხვევაში კი თამაშგარიდან გაიტანა.
სამაგიეროდ, მოწოდები სიმაღლეზე იდგა “რეალის” ბრაზილიელი ახალწვეული როდრიგო გოეში, რომელმაც შემოსვლიდან ერთ წუთში ძალიან ლამაზი გოლი გაუტანა სტუმარ გუნდს და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ასე რომ, ლა ლიგის 6 ტურის შემდეგ “რეალს” 14 ქულა უგროვდება და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად უდგას სათავეში. მომდევნო ტურში ზიდანის გუნდი თავის უახლოეს მდევარ “ატლეტიკოს” შეხვდება, რომელსაც 13 ქულა აქვს დაგროვებული.