“რეალმა” ტურის ცენტრალურ მატჩში “სევილია” დაამარცხა (ვიდეო)
ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურის ცენტრალურ მატჩს “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა, სადაც ფანებმა მადრიდის “რეალისა” და “სევილიას” ძალიან საინტერესო და დაძაბული მატჩი იხილეს.
მატჩი მადრიდელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, “დალაქები” კი დაცვაში თამაშობდნენ, რამაც საბოლოო შედეგი განაპირობა. შეხვედრის პირველი ნახევარი მადრიდელთა დომინირებით მიმდინარეობდა, თუმცა ანგარიში არ გახსნილა.
მეორე ტაიმში “სევილია” მხოლოდ საკუთარი თავის დაცვაზე ზრუნავდა, “რეალი” კი მეტოქეზე ზეწოლას აძლიერებდა. ანგარიში დღევანდელი მატჩის გმირმა, კაზემირომ, გახსნა ყუმბარისებული დარტყმით (78′), რასაც მატჩის მიწურულს ერთი-ერთზე გასული ლუკა მოდრიჩის გოლი მოყვა.
ასე რომ 20 მატჩში დაგროვებული 36 ქულით “ბლანკოსი” სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს, “სევილია” კი 33 ქულით მეოთხეა. მომდევნო ტურში “რეალი” “ესპანიოლს” ეწვევა, ხოლო “სევილია” “ლევანტეს” მიიღებს.