“რეალმა” “ჟირონა” უხვგოლიან სპექტაკლში დაამარცხა, რამოსმა დუბლი გაიფორმა (ვიდეო)

თარიღი: იანვარი 25, 2019

მადრიდის “რეალმა” 25 დეკემბერს კოპა დელ რეის მეოთხედფინალური მატჩის პირველი მატჩი გამართა საშინაო არენაზე “ჟირონას” წინააღმდეგ. შეხვედრა საკმაოდ სახალისო გამოდგა და მოსალოდნელი შედეგითაც დასრულდა.

ანგარიში შეხვედრის მეშვიდე წუთზე ანტონი ლოსანომ გახსნა, რასაც მალევე მოყვა ლუკას ვასკესის გოლი (18′). ტაიმის მიწურულს კი თერთმეტმეტრიანის ზუსტად შესრულება მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შეძლო.

მეორე ტაიმის 66-ე წუთზე ჟირონამ კიდევ ერთხელ შეძლო გათანაბრება გრანელის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით. თუმცა “ბლანკოსმა” მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა – ჯერ სერხიო რამოსმა გაიფორმა დუბლი (77′), შემდეგ კი ვინისიუსის საგოლე გადაცემა კარიმ ბენზემამ დააგვირგვინა (80′) – 4-2.

მსგავსი სიახლეები