“რეალს” იტალიელი მცველის შეძენა სურს
იტალიელმა მარცხენა მცველმა, მატია დე შილიომ “ევროპის ჩემპიონატი” ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ეს თვალთახედვის არეალიდან არ გამორჩენიათ ევროპული გრანდების მესვეურებს.
როგორც აღმოჩნდა, “იუვენტუსის”, “ნაპოლისა” და “ბარსელონას” შემდეგ, “მილანის” მარცხენა მცველის შეძენით მადრიდის “რეალიც” ინტერესედება. მადრიდელებს 23 წლის მოთამაშე ბრაზილიელი მარსელოს შემცვლელად უნდათ. მოგეხსენებათ, შარშან იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მარსელოს ტრავმა ჰქონდა და მის ადგილზე ვერც ნაჩომ და ვერც დანილომ ბოლომდე ვერ გაამართლეს. მართალია, ფაბიო კოენტრაო ბრუნდება “მონაკოდან”, თუმცა “რეალის” მესვეურებს მაინც სურთ იტალიელის შეძენა.
თუ ასე მოხდა ყველაფერი, მაშინ დიდი ალბათობით “მილანში” დე შილიოს შემცვლელად ალვარო არბელოა წავა, რომელსაც სწორედ წელს დაუმთავრდა კონტრაქტი “რეალთან”.