“რეალს” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ერთ-ერთი ლიდერი ვერ დაეხმარება
მადრიდის “რეალი” ცოტა ხნის წინ იაპონიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
“თეთრების” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დღეს პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხი განიხილა. მისი თქმით, ნახევარფინალურ შეხვედრაში, რომელსაც “რეალი” 15 დეკემბერს მექსიკის “ამერიკას” წინააღმდეგ გამართავს, გუნდს კაპიტანი, სერხიო რამოსი დააკლდება.
“სერხიო არ ითამაშებს. ის რაღაც დისკმფორტს გრძნობს, თანაც ფრენამ ძალიან გადაღალა. გართულებებს თავს ვარიდებთ, ” – განაცხადა ფრანგმა.