“რეალს” პეპეს დაბრუნება უნდა
თურქულ და ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდში კეპლერ პეპეს დაბრუნების ვარიანტს აქტიურად განიხილავენ.
Sabbah-ის ცნობით, “ბლანკოსის” ხელმძღვანელებმა სპეციალური შეხვედრა გამართეს პორტუგალიელი მცველის აგენტთან, ჟორჟე მენდეშთან. როგორც ცნობილი ხდება, ამ შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსფერის განხორციელების შანსები შეაფასეს.
თუმცა, თურქები ირწმუნებიან, რომ პეპე სტამბულში თავს ბედნიერად გრძნობს და მადრიდში დაბრუნებას არ აპირებს. ცნობისთვის გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პეპემ 19 მატჩში დაიცვა “ბეშიქთაშის” ღირსება და ერთი გოლიც გაიტანა.