‘რედ ბულ ლელოს’ – სამოყვარულო რაგბის ახალი ტურნირი საქართველოში
‘რედ ბულ ლელოს’ ახალი სამოყვარულო სარაგბო ტურნირია, რომელიც ‘რედ ბულის’ ორგანიზებით წელს პირველად გაიმართა საქართველოში. ტურნირში 32 გუნდი მონაწილეობდა. თითოეული გუნდი 5 ძირითადი და 2 სათადარიგო მორაგბისგან შედგებოდა.
რედ ბულ ლელოს პირველ გათამაშებაში, რომელიც 12 ივლისს ვისოლის სარაგბო სტადიონზე გაიმართა, ‘აკადემიამ’ გაიმარჯვა. გუნდმა ფინალში ‘ჩილდრენი’ დაამარცხა, რომელიც ლელო სარასენსის ‘ა’ ლიგის მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული.
ტურნირს ხალისს ისიც მატებდა, რომ გუნდებს ნებისმიერი სახელწოდების დარქმევა შეეძლოთ და სატურნირო ცხრილში ისეთ სახელებს წააწყდებოდით, როგორებიცაა: ‘ჯანმრთელი ბიჭები’, ‘ვიზარდები’, ‘გუდრონა’ და ა.შ. განსაკუთრებული კრეატივით საქმეს ‘გშსშშ’ მიუდგა, რომელიც იშიფრება, როგორც ‘გოშა შკინინის სახელობის შესანიშნავი შვიდეული’. ეს გუნდი რაგბის კლუბ ‘ხულიგანას’ სხვა და სხვა თაობის მორაგბეებისგან შედგებოდა.
2016 წელს რედ ბულ ლელო უკვე რეგიონალურ მასშტაბს შეიძენს და საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქში მოხდება საუკეთესო გუნდების შერჩევა. პროექტის მიზანია გახდეს პრესტიჟული ყოველწლიური სამოყვარულო ტურნირი რაგბში.
Rugby.GE