“რედ ბული” ინგლისური კლუბის შეძენას გეგმავს – “რედ ბულ ლონდონი”?

თარიღი: დეკემბერი 27, 2016

Independent-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “რედ ბულის” მფლობელებმა 650 მილიონი ფუნტი შესთავაზეს “ვესტ ჰემის” მესვეურებს კლუბის სანაცვლოდ.

ჯეკ დე მენეზესის ცნობით, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპანია (თავის სფეროში), რომელსაც თავისი გუნდები გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრაზილიაში ჰყავს, ცდილობს, თავი ინგლისშიც დაიმკვიდროს.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ შემოთავაზებაზე უარი “ჩაქუჩების” უფროსებმა, დევიდ გოლდმა და დავიდ სალივანმა განაცხადეს.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ: “შეგვეძლო კლუბი 650 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გაგვეყიდა, ეს ამა წლის აგვისტოს თვეში ხდებოდა. მაგრამ არ მინდოდა კლუბზე უარი მეთქვა.

ჩვენ, კლუბის მფლობელებს მისი გაყიდვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, სანამ ვინმე, საუდის არაბეთიდან არ მოვა, რომელიც კლუბის უმაღლეს დონეზე აყვანას შემოგვთავაზებს.”

მსგავსი სიახლეები