რედნაპი: “გვარდიოლას “ლივერპულის” და სადიო მანესი ეშინია”
“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, სადიო მანემ, “ლივერპულთან” მოახლოებულ მატჩზე საუბრისას აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევაში სადიო მანე სიმულიანტობას მიმართავს. მის ამ განცხადებას ყოფილი “მერსესაიდელი”, ჯეიმი რედნაპი, გამოეხმაურა.
“ძალიან გამიკვირდა, როდესაც პეპ გვარდიოლამ სადიო მანეს სიმულიანტობა დააბრალა. ძალიან უცნაურია, როდესაც მწვრთნელი მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ასე აფასებს.
არ ვთვლი, რომ ამით გვარდიოლა რაიმეს მიღწევას ცდილობდეს. ის უბრალოდ გრძნობს, თუ რამდენად ძლიერია მანე და ეშინია მისი. ახლა მანე იურგენ კლოპის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.
“ასტონ ვილასთან” მატჩში კლოპმა სალაჰი გაიყვანა და სრული პასუხისმგებლობა მანეს დააკისრა მაშინ, როდესაც გუნდი აგებდა. რისკიანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა გაამართლა და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს,” – აცხადებს რედნაპი.